
“
სასტუმრო „რივერსაიდ ზუგდიდი“ 2 სართულიანი, ქალაქის ხმაურს მოშორებული მოდერნისტული და ქონთემფორარის სტილში გადაწყვეტილი სასტუმროა. სასტუმროს პირველ სართულზე განთავსებულია ჰოსტელის ტიპის სამი ოთახი, რომელიც გამოირჩევა სისუფთავითა და კომფორტით, თითოეულ ოთახს აქვს საკუთარი სააბაზანო. მეორე სართულზე კი გვაქვს 10 თანამედროვე და ევროპული სტილის ნომერი, რომელიც კომფორტულ და სრულყოფილ დასვენებას უზრუნველყოფს. რივერსაიდ ზუგდიდი მდებარეობს ზუგდიდში 1,3 კმ რკინიგზის სადგურიდან და 2 კმ ბოტანიკური ბაღიდან. იგი აღჭურვილია უფასო მაღალი სიჩქარის wi-fi ინტერნეტით, უფასო ავტოსადგომით და 24 საათიანი front-desk-ით.
“
ამასთანავე, სასტუმრო გთავაზობთ თითოეულ ნომერში კონდიცირებას და გათბობის სისტემას, ტელევიზორს(საკაბელოს) მინი ბარს, პირად აბაზანას, თქვენი კომფორტისათვის იპოვით(ფენი, უფასო საპირფარეშოები, ჩუსტები). საუზმე შედის ნომრის ღირებულებაში. სასტუმრო ორგანიზაციებსა და დაინტერესებულ სტუმრებს სთავაზობს საკონფერენციო ოთახს, რომელიც სრულად არის აღჭურვილი საოფისე და საქმიანი შეხვედრებისა და სამუშაოებისთვის, საკონფერენციო ოტახი იტევს მაქსიმუმ 30 ადამიანს. დასვენებაზე ორინტირებული და კეთილმოწყობილი სასტუმროს ნომრები თქვენი კომფორტული განთავსების და სასიამოვნო დასვენების გარანტიაა ზუგდიდში. უახლოესი აეროპორტი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტია, სასტუმროდან 63კმ.
